დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”

24 ოქტომბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები.”

პირველ შეხვედრაზე საქართველოს დიპლომატიის ისტორიაზე ისაუბრეს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებმა, ელჩებმა გიორგი ყარალაშვილმა და მიხეილ უკლებამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კერესელიძემ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

მონაწილეებს მიესალმა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინა დახუნდარიძე.