დაიწყო კურსი “საქართველოს შესახებ”
25 ოქტომბერს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით დაიწყო პროგრამა „საქართველოს შესახებ“. პროგრამა განკუთვნილია საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლებისა და აქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
პროგრამა მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში – სალექციო შეხვედრები იმართება დისტანციურად, შაბათ-კვირას კი მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ თბილისის კულტურული ცენტრები.
პროგრამის მონაწილეებთან პირველი შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს ევროპული იდენტობის თემატიკას.
პროგრამის მიზანია ჩამოსულ სტუმრებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანის საუკუნოვანი ისტორია და მრავალფეროვანი ქართული კულტურა.