დაიწყო დიპლომატიური ინსტიტუტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”
8 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები” დაიწყო.
კურსი განკუთვნილია პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” 2022 წლის გამარჯვებულებისთვის და ამ პროექტის მონაწილე საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის.
კურსს უძღვებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი-ელჩები.