ციფრული დიპლომატიის ვორკშოპი
6-7 ნოემბერს, დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ციფრული დიპლომატიის ვორკშოპი ჩატარდა. ვორკშოპს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, მარინე ნარჩემაშვილი უძღვებოდა.
ვორკშოპი მიზნად ისახავდა დამწყები დიპლომატების ცნობიერების ამაღლებას საჯარო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში და ციფრულ დიპლომატიაზე, როგორც საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტზე.
ვორკშოპი შემდეგ საკითხებზე იყო ფოკუსირებული:
- ციფრული კომუნიკაციის არხების გამოყენება საერთაშორისო ურთიერთობებში
- კრიზისული კომუნიკაცია
- ციფრული დიპლომატიის შესაძლებლობები და რისკები
- მედიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში