ჩატარდა სემინარების სერია თემაზე „ენერგო და კლიმატის დიპლომატია, ენერგო ეფექტურობა და ენერგო მენეჯმენტი“

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა ბულგარეთის დიპლომატიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 15-19 ნოემბერს ჩაატარა სემინარების სერია თემაზე „ენერგო და კლიმატის დიპლომატია, ენერგო ეფექტურობა და ენერგო მენეჯმენტი“.

სემინარებზე განხილული იყო 2050 წლისთვის ევროკავშირის დეკარბონიზაციის მიზნებიდან გამომდინარე გლობალური ენერგეტიკული ბირჟის ტენდენციები და პერსპექტივები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გლობალური დათბობის უარყოფით გავლენასა და ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკებების განვითარებაზე.

პროექტი განხორციელდა გაეროსა და ბულგარეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების – დიპლომატების, ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელეების, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის, ასევე ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებისცოდნის გაღრმავებას ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე.

15-16 ნოემბრის სემინარები ქალაქ თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა, ხოლო 18-19 ნოემბერს სემინარები ქალაქ ბათუმში გაგრძელდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სასტუმრო შერატონში.

სემინარის პარალელურად, დიპლომატიურ ინსტიტუტსა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.