ჩატარდა სამ დღიანი ტრენინგი “ინკლუზიური სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებები და გენდერული პერსპექტივა”
13-15 დეკემბერს წინანდალში, სასტუმროში “რადისონ ქოლექშენი,”დიპლომატიურმა ინსტიტუტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, ჩაატარა სამ დღიანი ტრენინგი თემაზე: „ინკლუზიური სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებები და გენდერული პერსპექტივა.”
ღონისძიება გახსნეს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კაორი იშიკავამ. ტრენინგის უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე და ამავე დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ნინო ბერიკაშვილი. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა ონლაინ შეხვედრა მოწვეულ სტუმრებთან – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ქეთრინ ფერონთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა და კონფლიქტის თემებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლებმა.