საგანმანათლებლო ვიდეოები
დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ
დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან
22 ნოემბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს ინსტიტუტმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა.
დიპლომატიურ ინსტიტუტში დამწყები დიპლომატების პროგრამა დაიწყო
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ, გაუზიარა მოსამზადებელი პროგრამის მიზნები და ამოცანები და მოისმინა მონაწილეთა მოლოდინები პროგრამასთან დაკავშირებით.
ლექცია გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თემაზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სტუდენტებისთვის
18 ოქტომბერს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) სტუდენტებისთვის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების თემაზე ლექცია ჩაატარა.
დიპლომატიური ტრენინგების რიგით 50-ე საერთაშორისო ფორუმი
8-11 ოქტომბერს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და მისმა მოადგილემ, თამარ მანგოშვილმა მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური ტრენინგების რიგით 50-ე საერთაშორისო ფორუმში, რომელსაც მონტენეგროს დიპლომატიურმა აკადემიამ უმასპინძლა.
ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
18 ოქტომბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდა ქართველი დიპლომატების სასწავლო ვიზიტი უნგრეთში
22-24 ივლისს, უნგრეთის დიპლომატიური დიალოგის პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის დიპლომატიურმა აკადემიამ ახალგაზრდა ქართველი დიპლომატების სასწავლო ვიზიტს უმასპინძლა.
სპეციალური კურსი სტაჟიორებისთვის
25 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით დიპლომატიურ ინსტიტუტში გაიხსნა სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“, რომელიც განკუთვნილია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორებისთვის.
ეუთო-ს აკადემიის ყოფილი დირექტორის, ქეით უოკერის ონლაინ ვორკშოპი კულტურული დიპლომატიის თემაზე
დამწყები დიპლომატების პროგრამის ფარგლებში, ეუთო-ს აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ქეით უოკერმა კულტურული დიპლომატიის თემაზე ვორკშოპი ჩაატარა.